
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა.
გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ადგილობრივებზე დაყრნობით წერს, რომ ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა – დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
თანასოფლელები ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას განიხილავენ, თუმცა ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის გოგო და 3 თვის ბიჭი დარჩა.
“შენ ხომ ახლა უნდა გეხარა შენს ქმარ-შვილში სალო, რა დღე გაგითენდა, რა დიდი ტკივილი ხარ…
ტრაგედია, რომლის გააზრებაც ძალიან რთულია… დღეს ყველაზე მეტად სალომეს ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების ტკივილი წარმოგვიდგენია… ტკივილი, რომლის შემსუბუქებაც უბრალო სიტყვებით შეუძლებელია. ვუსამძიმრებთ მათ ამ უდიდეს დანაკარგს და ვუსურვებთ ძალას, რომ გაუძლონ ამ უმძიმეს განსაცდელს.
როგორი მძიმეა და საშინელია ეს ტკივილი თითოეული ჩვენთაგანისთვის, როცა ახლა უკვე წარსულში უნდა მოგიხსენიოთ. კიდევ არ მჯერა, რომ ვეღარ გნახავთ. მშვიდად განისვენოს შენნმა სულმა, ოჯახს კი გამძლეობა” – წერენ გარდაცვლილის ახლობლები…
წყარო: palitravideo .ge



