ახალი ამბები

ამ დილით ავარიას ახალგაზრდა სამხედრო ემსხვერპლა – სად დატრიალდა ტრაგედია და ვინ არის დაღუპული?

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალებში კონტრაქტით მომსახურე 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა.

მაისურაძე სოფელ შილდის მკვიდრი იყო. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, შემთხვევა დღეს დილით, სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, მძღოლი კი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.

წყარო: mak.ge

Back to top button