10 წლის ბავშვი დაგორებულ ბურთს დაედევნა და ავტომობილი დაეჯახა! – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორია მოზარდის მდგომარეობა? – geonewest.com
ახალი ამბები

10 წლის ბავშვი დაგორებულ ბურთს დაედევნა და ავტომობილი დაეჯახა! – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორია მოზარდის მდგომარეობა?

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეით ბავშვს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველთა თქმით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და ავტომობილების სავალ ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება მისი რეფერირება გორიდან თბილისში – ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button