ახალი ამბები

გაირკვა გუშინ ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა – ჯერ მხოლოდ 21 წლის იყო, გაუჩერებლად იბრძოდნენ მის გადასარჩენად…

ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეულის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, 21 წლის ელნურ ნაბიევია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია marneulinews.ge ავრცელებს.

18 ივნისს, ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა და ოთხივე მათგანი ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„21 წლის იყო საცოდავი… ზღვიდან რომ ამოიყვანეს, ბევრი იბრძოლეს მაშველებმა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა მასაჟები არ გაუჩერებიათ, შემდეგ სასწრაფომ გააგრძელა, მაგრამ უშედეგოდ“, – წერს თვითმხილველი.

marneulinews.ge

Back to top button