„შუშანიკის წამება“ კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ.. ვასწავლოთ ბავშვებს რთული ტექსტი მარტივად“ – დათო ტურაშვილი
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები – ამის შესახებ დათო ტურაშვილმა გადაცემაში მე-17 სართული ისაუბრა.
„შუშანიკის წამება“ ისეთი შედევრია, რომ დედამიწაზე არ არსებობს მე-5 საუკუნეში დაწერილი ასეთი მაღალმხატვრული ნაწარმოები.
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები ? რა გავაკეთოთ? მარტივია გამოსავალი. როგორც ფრანკფურტში მოიქცნენ გერმანელები, ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები მარტივად. შუშანიკი კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეს ძალიან მარტივად. მასწავლებელი, რომელმაც არ იცის შუშანიკის წამებაში რა წერია, არ უნდა იყოს მასწავლებელი.ყველაზე რთული არის მარტივად მოყოლა, ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ. უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე მთავარი ყველაზე პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში არის მასწავლებელი, ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს პრესტიჟული, ანაზღაურებადი“, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.