ახალი ამბები
ახლახანს ფოთში, უბედური შემთხვევის შედეგად ცოლ–ქმარი დაიღუპა – რა ხდება ადგილზე
![](wp-content/uploads/2024/02/sastsrafo_w_h-780x465.jpeg)
ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
ასაკოვანი ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა. ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო ადევს პირობითად