“84 ორჯონიკიძე ვერ შეცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია… გეტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ”– პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
“84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერ შეცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია”– ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ამასთან პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა.
“ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. გეტყვით, ჩვენ რაუნდა გავაკეთოთ. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვს, რომ 26 ოქტომვრისთვის მოვემზადოთ.
დღეს გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ?! გაბრაზდით. უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. 84 დეპუტატი ვერ გადაწყვეტს, წავალტ ევროპისკენ,თუ ვიქნებით რუსეთის მონები”– განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ რუსული კანონის თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 მათგანი წავიდა.
რუსული კანონის მიღებას საზოგადოების დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან კანონის გაუქმებას მითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას.