რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის? – ჰკითხა ღმერთს ერთმა კეთილმა კაცმა და პასუხმა გააოგნა
და რა განსხვავებაა რეალურად სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის? ერთხელ, ერთი ძალიან კეთილი ადამიანი შეხვდა ღმერთს და დაუსვა კითხვა, რომელიც ძალიან აწუხებდა:
– ღმერთო, ძალიან მაინტერესებს, რეალურად რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი?
კითხვის პასუხად ღმერთა ეს კაცი მიიყვანა ორ კართად. ჯერ პირველი კარი გამოაღო და ეს კეთილი კაცი შიგნით შეიყვანა. ოთახში იდგა ერთი ძალიან დიდი, უზარმაზარი მრგვალი მაგიდა.
მაგიდის შუაგულში იდგმა ერთი დიდი ჯამი, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა სახის საჭმელი. ოთახში მადისაღმძვრელი სურნელი იდგა.
სუნზე და საჭმლის შეხედვისას კაცს ნერწყვი მოადგა. ოთახში არსებული მაგიდის ირგვლივ ადამიანები ისხდნენ. ეს ადამიანები აშკარად მშივრები იყვნენ და ძალიან დაძაბუნებულები, ავადმყოფურად გამოიყურებოდნენ.
მაგიდის ირგვლივ მსხდომი ადამიანებიდან ყველა მათგან მიმაგრებული ჰქონდა კოვზი. თითეულ კოვზს ჰქონდა ძალიან გრძელი ტარი.
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მაგიდასთან იყო ამ კოვზის საშუალებით მარტივად შეეძლო ჯამიდან ნებისმიერ საჭმელი აეღოთ. თუმცა აქ იყო ერთი პრობლემა, კოვზების დიდი ტარის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ საკვები პირამდე მიეტანათ.
ამ ყველაფრის ნახვამ კეთილი ადამიანი ძალიან შეაშფოთა და შეაძრწუნა. ამიტომ ღმერთს ჰკითხა:
– ღმერთო ეს არის ჯოჯოხეთი? ახლა ჯოჯოხეთში ვართ?
პასუხად ღმერთმა მამაკაცი მეორე ოთახისკენ წაიყვანა. კარი გააღო. კაცმა ოთახში ზუსტად იგივე სცენა დაინახა. იგივენაირად იდგა უზარმაზარი მაგიდა, დიდი და უგემრიელესი კერძებით სავსე ჯამით და მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანებით.
ერთადერთი განსხვავება აქ იყო ის, რომ ამ მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანები, პირველისგან განსხვავებით, კარგად დანაყრებულები იყვნენ. ისინი არ გამოიყურებოდნენ ავადმყოფურად, პირიქით, ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ და ერთმანეთს შორისაც ბედნიერად საუბრობდნენ.
კეთილ ადამიანს ამ ყველაფრის დანახვა ძალიან გაუკვირდა და ღმერშ მიმართ:
– ღმერთო, ვერაფერი ვერ გავიგე… ღმერთმა კი უპასუხა:
– აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, – უპასუხა ღმერთმა. – ამ ადამიანებმა ერთმანეთისთვის საჭმლის გაზიარება და ერთმანეთის დანაყრება ისწავლეს. იქ მყოფები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ იმ ოთახში ყველანი მშივრები არიან.
აი სწორედ ეს არის რეალობა. “ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთნაირად არის მოწყობილი, განსხვავება მხოლოდ ჩვენში, ადმიანებშია“.