„ვაიმე, ჯოჯოხეთი ვნახე! ეგეთს არასდროს შევსწრებივარ, 2 ქალია გარდაცვლილი, მანქანას ბოლო ასდიოდა, პოლიცია ცელოფნებს აფარებდა“ – რას წერენ თვითმხილველები ქუთაისში მომხდარ წარმოუდგენელ ავარიაზე?
გუშინ, ღამის საათებში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც თვითმხილველები წერენ, საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, რომლებიც ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. შედეგად, ერთ-ერთი მძღოლი ქვეითებს დაეჯახა, მეორე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ისიც ნაავარიებ ადგილს დაეჯახა.
ადგილობრივები და თვითმხილველები მომხდარის შესახებ წერენ:
„ვაიმე, საცობში მოვხვდი მაგ დროს. გული ამეწვა, საცოდავად ეყარა აქა-იქ ნაწილები. პოლიცია ცელოფნებს აფარებდა. ღმერთო, ყველა დაიფარე განსაცდელისგან…“
„საშინელი ავარია მოხდა პარლამენტთან. ორი მანქანა ერთმანეთს “ეგონკავებოდა“, ზებრაზე გადამსვლელებია გატანილი ისე, რომ დაანაწევრეს ხალხი! 2 ქალია გარდაცვლილი. ჩემ გვერდით ბინაში ცხოვრობდნენ. ერთი ახალგაზრდაა და მეორე საშუალო ასაკის…“
„გადაკეტილი იყო პარლამენტთან გზა. მტერს არ ვუსურვებ, იქ ისეთი ამბავი იყო. მე რომ გავიარე, 1 მანქანას ბოლი ასდიოდა. ეს რა ვნახე, ახლაც შოკში ვარ, ხალხნო. ვიაროთ ნელა და ყურადღებით. გეფიცებით, ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. 2 სახანძრო იდგა, ეს მანქანის ნაწილები. ვაიმე, ჯოჯოხეთი ვნახე! ეგეთს არასდროს შევსწრებივარ…“
„ახლაც ვერ მოვდივარ გონს. მარჯვენა დასახლებიდან რომ გადმოვუხვიე, უკვე მომხდარი იყო. ისეთი სურათი იყო, მართლა ფილმებში მაქვს ნანახი“.
წყარო: resonancedaily. com