ახალი ამბები
“მინდა დაშორდე მაგრამ…” – კესარიას გული უგრძნობდა? ნახეთ რა სულისშემძვრელი რამ დაწერა სიკვდილამდე
გუშინ კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მისი მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა.
რამდენიმე დღით ადრე, კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში ტოქსიკურ ურთიერთობაზე წერდა.
„5 ნიშანი, რომ შენი შეყვარებული შენით მანიპულირებს და ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში: მის გარშემო არ ხარ შენი თავის საუკეთესო ვერსია ხარ დასტრესილი და უენერგიო; გინდა, რომ დაშორდე, მაგრამ გრძნობ, რომ ის გჭირდება; ხშირად საკუთარი სიტყვებით გულს გტკენს და შემდეგ ამბობს, რომ იხუმრა; ხან კომპლიმენტებით გავსებს და გაღმერთებს ხან პირიქით განულებს და გაგრძნობინებს, რომ მის გარეშე არაფერს ნიშნავ სამყაროში; თითქმის არასდროს აქვს სინანულის და დანაშაულის შეგრძნება, სულ შენ გადანაშაულებს“, – წერდა კესარია აბრამიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.