ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი – geonewest.com
საზოგადოებასაინტერესო

ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

ციხის ხსენებისას, ვიხსენებთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც თავის დანაუშაულებიდან გამომდინარე სასჯელის მოხდა უწევთ. თუმცა დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბავშვებზე, რომლებიც ფაქტიურად ციხეში გაიზარდნენ.

უცნობი

2004 წლის 1 ივნისს, 11 წლის გოგონამ (სახელი და გვარი უცნობია) თავის თანაკლასელი საკლასო ოთახში დაუნდობლად მოკლა. რამოდენიმე წუთში საკლასო ოთახიდან გამოვიდა ისე თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა სისხლიანი ტანსაცმელი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკითხვის შედეგად, გოგონამ დანაშაული აღიარა: “ის დამცინოდა, ჩემს წონაზე იცინოდა რის გამოც მოვკალი”. პოლიციამ გოგონა დააკავა და ფსიქიატრულ საავადმყოფოში განათავსეს, რამოდენიმე წლის შემდეგ გოგონა ციხეში იქნა გადაყვანილი და დღემდე იხდის სასჯელს.

გრაჰამი

გრაჰამი ბავშვობიდან ქიმიის მოყვარული იყო. მან 14 წლის ასაკში შექმნა შხამი და ექსპერიმენტის სახით თავის ოჯახის წევრების საჭმელში შეაზავა. სადილის შემდეგ, ოჯახის წევრები ცუდად გახდნენ და სასწრაფო დახმარების საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ შხამმა შეიწირა გრაჰამის დედინაცვალიც. დაკავებულ გრაჰამს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამ ფაქტმა მის ქიმიისადმი სიყვარულს ხელი არ შეუშალა. გრაჰამი ციხეშიც აგრძელებდა ქიმიურ ექსპერიმენტების ჩატარებას – მან კიდევ ერთხელ შექმნა შხამი, რომელიც ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს დაალევინა. ციხის თანამშრომელიც დაიღუპა და გრაჰამს სამუდამოდ მოუწია სიცოცხლე გისოსებს მიღმა.

ჯონ ვენაბლი და რობერტ ტომპსონი

1993 წელს, 10 წლის ორმა მეგობარმა ჯონ ვენაბლიმ და რობერტ ტომპსონმა სკოლიდან გაპარვა გადაწყვიტეს. ისინი მივიდნენ სავაჭრო ცენტრში, საიდანაც მოიპარეს სათამაშოები და საღებავი. გარდა ამისა, ახლომახლოს მყოფი 2 წლის ბავშვი, საბავშვო ეტლიანად გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ, ქალაქ ლივერპულის გარეუბანში, პოლიციამ ლიანდაგის რელსებზე ორ ნაწილად გაჭრილი პატარა ბავშვის გვამი იპოვეს. როგორც შემდეგში გაირკვა, 2 წლის ჩვილი 10 წლის ბავშვების მიერ იყო მოკლული. ჯონს რობერტს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წელს ციხიდან განთავისუფლებული უკვე ახალგაზრდა მამაკაცები სხვადასხვა პირადობის მოწმობებით მშვიდად ცხოვრობენ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.

ჯესი პომეროი

1871 წელს, 11 წლის ასაკში ჯესი პომეროიმ გაიტაცა 4 ბიჭი, რომლებსაც სასტიკად აწამებდა. დაკავებული პომეროი რეაბილიტაციურ კლინიკაში დაამწყვდიეს, გამოჯანმრთელების შემდეგ ის გაანთავისუფლეს. სამწუხაროდ ჯესი ამჯერად უფრო გაბოროტებული აღმოჩნდა, მან გაიცნო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც რამოდენიმე დღიანი წამების შემდეგ მოკლა. ამის შემდეგ, მან კიდევ მოკლა იგივე მეთოდით 4 წლის ბავშვიც. ამ უკანასკნელის შემდეგ ის დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ძმები ბივერები

2015 წელს, აშშ-ს ოკლაჰომას შტატში, ძმებმა ბივერებმა გადაწყვიტეს ყველა იმ ადამიანის დახოცვა ვინც კი წინ დახვდებოდათ. პირველ რიგში დახოცეს თითქმის მთელი ოჯახი. შემთხვევით გადარჩა 13 წლის უფროსი და, პოლიციამ ძმები მალევე დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ძმებს სურდათ, რომ სერიული მკვლელები გამხდარიყვნენ.

Back to top button