გოგონა გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს… რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია! – geonewest.com
საინტერესო

გოგონა გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს… რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია!

რეალურად ამას ჰქვია სიკვდილის შემდეგ, გაცოცხლება… ექიმების განცხადებით ეს მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია. საუბარი გვაქვს 19 წლის ამერიკელ გოგონაზე, ჯეინ ჰილარდზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაყინული იყო. გონს მოსვლის შემდეგ, მან პირველად გაიხსენა ის მომენტი, როდესაც თვალთ დაუბნელდა და გონება დაკარგა.

19 წლის გოგონა, პატარა სოფელ “მინში” ცხოვრობდა. სოფლის გასასვლეთან უღრანი ტყე, ტბა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მდებარეობს. როდესაც ჰილარდი მეგობრებთან გართობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, ტემპერატურის მაჩვენებელი -22 იყო. ჰილარდს ჰყავდა ფორდის მარკის ავტომობილი, რომელიც მას მამამისმა აჩუქა, ავტომბილს არ ჰქონდა abs სისტემა.

გაყინული ნიადაგიდან გამომდინარე ავტომობილი დაგორდა, შეშინებულმა გოგონამ გადაწყვიტა მეგობართან დაბრუნება, რომლის სახლიც ადგილიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. გოგონამ ფეხით გაიარა დაახლოებით 2400 მეტრი, როდესაც მეგობრის სახლი შენიშნა ღრმად ამოისუნთქა, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ ის ახსოვს, რომ თვალთ დაუბნელდა და გრძნობდა თუ როგორ კარგავდა გონებას.

გოგონას მეგობარმა, ველი ნელსონმა დილის 7 საათზე შენიშნა ძირს დავარდნილი გოგონა, როდესაც მიუახლოვდა შოკისმომგვრელი ფაქტის შემსწრე გახდა, ეს მისი მეგობარი ჯეინ ჰილარდი იყო.

“როდესაც ის ვიპოვე, თვალები ჰქონდა გახელილი და არ სუნთქავდა, მეგონა უკვე მკვდარი იყო, სასოწარკვეთილ სიტუაციაში ავღმოჩნდი… არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.”

ნელსონი მალევე მოვიდა გონზე და გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, გოგონას გადარჩენის შანსი არ არსებობდა, რადგან მისი კანი იმდენად იყო გაყინული, რომ ნემსით შესვლას ვერ ახერხებდნენ. მედიცინის პერსონას სასწაულის იმედიღა დარჩენოდა, გოგონას სხეული 26 გრადუსში გაათბეს და სასწაულიც ზუსტად მაშინ მოხდა! გოგონას გულისცემა განახლდა.

მომდევნო დილას, ჯეინ ჰილარდმა გაიღვიძა, მას კუნთების ძლიერი ტკივილები ჰქონდა, ნერვიულობდა მამამისის ავტომობილის გაფუჭებაზე, თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონამ ფეხიდან მხოლოდ 2 თითი დაკარგა. მედიცინამ ეს ფაქტი ისტორიულ მოვლენად გამოაცხადა.

Back to top button