კიდევ ერთი უბედურება: 21 წლის გოგონა ზედოზირებით გარდაიცვალა?! – „შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თურმე…“
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათგან ერთ-ერთის თანახმად, სიკვდილის მიზეზი ამფიტამინით ზედოზირება გახდა.
ambebi.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა:
“გარდაცვლილი გოგონა ჩვენი მეზობელია, ანგელოზივით იყო… თავდაპირველად ეგონათ, რომ წამლები დალია და თავი მოიკლა, დღეს კი ითქვან, რომ ზედოზირებით გარდაცვალალა. ის უკარგესი ოჯახის შვილია, მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, ბავშვი დედამ და დეიდამ გაზარდეს (მედიცინის მუშაკები არიან), რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარებდნენ, სიგარეტსაც არავინ ეწეოდა ოჯახში. მამას სხვა ოჯახი ჰყავს.
გოგონა თავის ოთახში გამხდარა ცუდად, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თუმე, – მიშველეთო, ყვიროდა. ყველანი დაზაფრულები ვართ, ასეთ ქვეყანაში რისკია შვილების გაჩენა, ყველგან ეს პრობლემაა, საშინელება ხდება…”
გარდაცვლილი გოგონას მეგობარი უარყოფს გოგონას ნარკოტიკული საშუალების ამფეტამინის ზედოზირებით გარდაცვალებას. მისი თქმით, ის დიდი დოზით ჰიპერტონიის მედიკამენტების მიღების შედეგად დაიღუპა. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.
ambebi.ge