ბოლოს გამომძალველს გოგონამ ფულის მიცემაზე უარი უთხრა… – „ვისაც ეძებენ, ის ბიჭი ესპანეთიდან არის ახალი დაბრუნებული, დაახლოებით 30 წლამდე იქნება“
თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლლეობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა კაცს, პოლიცია ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც საამქროსთან ახლოს, ლილოს დასახლებაში იპოვეს, მამამ ამოიცნო. ქეთი ჯავახიშვილის ცხედარს დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, გოგონა მავთულით ხელებშეკრული იყო. მას დანა ზურგის და ყელის არეში ჰქონდა ჩარტყმული.
მოკლულს კი კვალის დაფარვის მიზნით, ნარჩენები დააყარა. სამართალდამცველებმა გოგონას სავარაუდო მკვლელის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ის ქეთი ჯავახიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია. მათ ნათელმირონობა აკავშირებთ. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გოგონას აშანტაჟებდა და გარკვეული მიზეზით, ფულს სძალავდა,
ერთ-ერთი ასეთი შანტაჟის შემდეგ, გოგონამ მას ფულის მიცემაზე უარი უთხრა, ამის შემდეგ ის მოკლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონას მამაკაცმა ღამის ორ საათზე დაურეკა და გარეთ გასვლა სთხოვა. ამის შემდეგ კი ქეთი ჯავახიშვილის კვალი იკარგება. დილით კი ის საამქროს ხელოსანმა ნარჩენებით დაფარული იპოვა. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გოგონას სხეულზე არის თუ არა სხვა დაზიანებები.
პოლიცია კი 30 წლამდე კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ეძებს. ასევე, სამძებრო ღონისძიებები მიმიდინარეობს იმ შესაძლო ადგილებში, სადაც კაცს დამალვა შეეძლო.
„როგორც ვიცით, ეს ბიჭი ესპანეთიდან არის ახალი დაბრუნებული. ახლობლებთან ცხოვრობდა. იქნება 30 წლამდე. პოლიციამ მოკლული გოოგნას სატელეფონო მიმოწერები, ზარები ამოიღო, საიდანაც ირკვევა, რომ ის ბოლოს სწორედ ამ ბიჭს შეხვედრია. ქეთის ბიჭმა ღამის 2 საათზე დაურეკა და გარეთ გასვლა მოუთხოვია. ესენი არიან ოჯახებით ახლობლები, როგორც ვიცი, ნათელმირონები უნდა იყვნენ. ანგელოზივით გოგო ორმოში იყო ჩაგდებული. ამბობენ სხეული დასახიჩრებულია. სცემა თუ რა უქნა იმ ცხოველმა ბავშვს, არ ვიცით.
როგორც ვერსია ვრცელდება, ბავშვს რაღაცით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მან კი ფულის მიცემაზე უარი უთხრა. დიდი ალბათობით ამის გამო მოკლა. ქეთის ცხედარი სახლიდან 30 მეტრში ხის საამქროსთან იპოვეს. ის ხელოსანმა ნახა. ზემოდან ხის ნარჩენები ეყარა. სახლიდან არის ჩუმად გაპარული. როგორ დატოვა ბინა, არავის გაუგია, რადგან ოჯახს ეძინა. მშობლებმა დილით გაიღვიძეს და ეგონათ, რომ ის სამსახურში წავიდა“, – ამბობენ მეზობლები „რეზონანსთან“.
გოგონას მეზობლების თქმით, ბიჭი სვანეთიდან არის და ის აქ ახლობლებთან ცხოვრობდა. ასევე დედასთან იყო ესპანეთში რაღაცა პერიოდის განმავლობაში. მამაკაცის ნათესავების სახლთან ამ დრომდე პოლიცია იმყოფება. სავარაუდო დამნაშავის ძებნის ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.