„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, ვაფრთხილებ ყველა ზოდიაქოს ნიშანს…”, – რას ამბობს ცაგარელი
4-10 მარტის კვირა ასტროლოგიური კუთხით საკმაოდ დატვირთული და რთული იქნება. სამშაბათს დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, სადაც 14 მარტამდე გაჩერდება.
აღნიშნული მოვლენის გამო, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს.
ნახეთ, როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, რომელზედაც ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:
„როგორი იქნება 4-10 მარტის ასტროლოგიური კვირა? მიმდინარე კვირის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ სამშაბათიდან 14 მარტამდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, რის გამოც ყველა ზოდიაქოს ნიშანს მართებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე.
უარყოფით ენერგოველში გადასვლა ნიშნავს, რომ გეომანტია იცვლება, ადამიანებს შორის ურთიერთგაგება რთულდება, თავს იჩენს ჯანმრთელობის პრობლემები.
ეს პერიოდი დაგვირგვინდება 10 რიცხვით, როდესაც გვაქვს ახალმთვარეობა. რთული დღე ენერგეტიკულად, მოიმატებს სირთულეები, კონფლიქტები, ცდუნებები უფრო მეტად თვალში საცემი გახდება, ამიტომ ეცადეთ სამშაბათიდან გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, ზედმეტად ნუ გარისკავთ და წყალქვეშა დინებებს მიაქციეთ ყურადღება“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.