ახალი ამბები
“ვწერ განცხადებას და მივდივარ… თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდა, ის მკაცრად აგებს პასუხს”– აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, რომლის ქალიშვილიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
“ვწერ განცხადებას და მივდივარ”, – ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე თამარ გუდავა, რომლის 20 წლის შვილიც დღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,” – წერს თამარ გუდავა.