”პირველი კადრები თვითმფრინავიდან, სადაც ქართველი და რუსის მგზავრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ” – geonewest.com
ახალი ამბები

”პირველი კადრები თვითმფრინავიდან, სადაც ქართველი და რუსის მგზავრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

მოქალაქეები “მოგზაურთა კლუბში” წერენ, რომ ეს არის პირველი კადრები, სადაც ასახულია, რომ თვითმფრინავში ქართველი და რუსის მგზავრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც მგზავრები წერენ, გერმანიიდან ქუთაისში წამოსულ თვითმფრინავში ჩხუბი ატყდა, ადამიანები ერთმანეთს ურტყამდენენ. ინფორმაცია მგზავრებმა “მეტრონომს” მიაწოდეს.

მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

გამოცემის წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, რუსეთის მოქალაქემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.


წყარო: mix. metronome. ge

Back to top button