სასაფლაოზე გოგონა უცნობს დედის გადარჩენას თხოვდა-თუმცა კაცმა ამ ბავშვის ფოტო საფლავის ქვაზე დაინახა
სერგოს შვებულება დაეწყო და ეს შესანიშნავი მიზეზი იყო საიმისოდ, რომ სოფელში მოხუცი დედა მოენახულებინა და რამდენიმე კვირა მშობლების სახლში გაეტარებინა.
ის დაოჯახებული არ იყო, ამიტომ, ბიჭმა მშვიდად ჩაკეტა თავისი ქალაქის ბინა, საკუთარი ნივთებით სავსე ჩანთა წაიღო და დედასთან წავიდა. დედა შვილს ყოველთვის გაშლილი სუფრით ხვდებოდა, რომელზეც ბიჭის საყვარელი კერძები ეწყო.
სადილის შემდეგ, სერგოს უნდოდა დედას დახმარებოდა, დაზიანებული ჭიშკარი შეეკეთებინა და სახლის საქმეები მოეგვარებინა, შემდეგ კი, სათეზაოდ გეგმავდა წასვლას თავის საყვარელ ადგილას, მაგრამ პირველ რიგში, ბიჭი ყოველთვის სასაფლაოზე ადიოდა, რომ მამამისის საფლავზე მისულიყო და მოეყოლა თავისი წარმატებების თუ სადარდებლის შესახებ.
ეს ის ადგილი იყო, სადაც თავს ისევ პატარა ბიჭად გრძნობდა, რომელიც მამას საკუთარ საიდუმლოებს უზიარებს. მამამისი სამი წლის წინ მომკვდარიყო გულის შეტევით. სერგო ძალიან დარდობდა, რადგამ მამა უზომოდ უყვარდა და ენატრებოდა.
ის სასაფლაოზე ავიდა. ხელში სიმბოლური საჩუქარი, შოკოლადი და თეთრი ქრიზანტემების თაიგული ეჭირა. სერგომ საფლავის მილაგება დაიწყო. როცა საქმეებს მორჩა, ჩამოჯდა, რომ დაესვენა.