ახალი ამბები

“ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს” – 6 წლის გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ქუთაისში, პატარა ელენიკო ორბელაძე გარდაიცვალა. გოგონა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მძიმე დაავადებას ებრძოდა.პატარა ელენიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტყო.

გოგონას ურთულესი მკურნალობა დასჭირდა, მათ შორის, თურქეთშიც. დედის, ინეზა ხმალაძის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ელენიკოს ექვსსაათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

მაშინ ოჯახს იმედი გაუჩნდა, რომ გოგონა დაავადებას დაამარცხებდა. ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად, არაერთი ადამიანი გაერთიანდა…ვუსამძიმრებთ ელენიკოს ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც მისი გადარჩენისთვის იბრძოდა.

Back to top button