ახალი ამბები
თერჯოლასთან მომხდარ საზარელ ავარიას მეორე ადამიანიც შეეწირა – ცნობილი გახდა მისი ვინაობაც
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეორე ადამიანიც დაიღუპა. როგორ ცნობილი გახდა, დაღუპული ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის სასკოლო ავტობუსის მძღოლი გაგი კლდიაშვილია.
შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს, 7 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ინფორმაციას “მეგა TV” ავრცელებს.
წყარო: resonancedaily. com