6 შესაძლო ტერორისტისგან 4-ის ფოტოები ვრცელდება – რა მონაცემებს აქვეყნებს “Baza” – geonewest.com
ახალი ამბები

6 შესაძლო ტერორისტისგან 4-ის ფოტოები ვრცელდება – რა მონაცემებს აქვეყნებს “Baza”

6 შესაძლო ტერორისტისგან 4-ის ფოტოები ვრცელდება – რა მონაცემებს აქვეყნებს “Baza”. ესენი არიან:

▪️Фаизов Ривожидин Зокирджонович (20.05.2004)
▪️Исмоилов Ривожидин Исломович (25.09.1972)
▪️Фаизов Мухаммад-Собир Зокирджонович (20.05.2004)
▪️Насрамаилов Махамадрасул Зарабидинович (21.07.1986)
▪️Сафолзода Шохинджон Абдугафорович (28.07.2002)
▪️Назаров Рустам Исроилович (02.01.1995).

ყველა მათგანი თაჯიკეთის მოქალაქეა, რომელი მათგანია ამ დროისთვის დაკავებული ჯერ უცნობია.

მათი მანქანა Renault Symbol, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს, ტერორისტებმა  იყიდეს მოსკოვში 1 კვირის წინ.

წყარო: https://t.me/bazabazon/26192

რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ვრცელდება სააგენტოებსა და სოცქსელებში, ის ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ამდენად დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

როგორც რუსული მედია წერს „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან:  კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში საბავშვო კონკურსი მიმდინარეობდა, სადაც ვოლოგდიდან და ჩერეპოვეციდან ჩასული ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამ ბავშვების ევაკუაცია შენობიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.

Back to top button