ქმარმა აპატია ცოლს, რომელმაც პენისი მოაჭრა და უნიტაზში ჩაუშვა
ბრაზილიელმა კაცმა აპატია ცოლს პენისის მოჭრა და ტუალეტში ჩაშვება. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს.
გასული წლის დეკემბერში ვწერდით, ქალაქ ატიბაიაში მოხდარ ინციდენტზე, რა დროსაც 34 წლის ქალმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა… თხუთმეტი წლის დისშვილთან. ქალი მეუღლეს ციხეში ვერ გაუშვებდა, რადგან ბრაზილიაში ეგრეთ წოდებული „თანხმობის ასაკი“ თოთხმეტი წელიწადია – ორი წლით ნაკლები, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში.ამიტომ შეურაცხყოფილმა ცოლმა გადაწყვიტა დანაშაულზე წასულიყო. პიკანტური სექსუალური თამაშის საბაბით მან 39 წლის ქმარი ხელ-ფეხით მიამაგრა საწოლზე და დაასახიჩრა.აღსანიშნავია, რომ მანამდე ქალბატონმა ინტერნეტში წაიკითხა, რომ ქირურგებს შეუძლიათ მოჭრილი პენისის უკან მიკერება, ამიტომ მან ქმრის საოხრე უნიტაზში ჩარეცხა, თან მანამდე ფოტო გადაუღო
ამის შემდეგ 34 წლის ბრაზილიელი ქალი დაიან დოს სანტოს ფარიასი ძმასთან ერთად მივიდა პოლიციაში და აღიარა, რომ ქმარს პენისი მოაჭრა. მისი თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ 15 წლის დისშვილთან ერთად ეძინა.
მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა. ფარიასი 30 დღით დააკავეს, მაგრამ მისი ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ცდილობენ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ქმრის განცხადებას ასახელებენ, მან აპატია ცოლს.
დაზარალებულმა ინციდენტის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“. მისი თქმით, მან არ ესმოდა რას აკეთებდა ფარიასი, სანამ არ იგრძნო, რომ მან სასქესო ორგანოებს ძლიერ მოუჭირა. „მამის შემდეგ ხელი ვკარი და პენისზე ხელი წავივლე და ვიგრძენი რომ სისხლი წამომივიდა. მე ვკითხე: “რატომ გააკეთე ეს?” .
მან ასევე თქვა, რომ ფარიასი ადრეც ეჭვიანობდა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. „არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება იმას, ვაპატიებ თუ არა მას, სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია პატიება. მაგრამ დიახ, ჩემი მხრიდან მას ვპატიობ“, – თქვა მამაკაცმა.დაზარალებულს კომენტარი არ გაუკეთებია ბრალდებაზე, რომ 15 წლის დისშვილთან ეძინა.