30- მდე გატაცებული ქართველი კონტაქტზე გამოვიდა – ნახეთ რას იწერებიან ქართველები, ცრემლებს ვერ შეიკავებთ
გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ისინი დაზარალებულებთან ბოლო კონტაქტის დეტალებზე საუბრობენ.
“ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ…შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას…იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ.” – წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ალაპარაკდა – უწყება პირველ განცხადებას ავრცელებს:
“საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით” – ნათქვამია განცხადებაში.