ახალი ამბები

კაცი “საქართველოს ბანკის” შენობაში თოფით შევარდა და გაისროლა – ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში მძიმე ამბები დატრიალდა

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა – შემთხვევა დღეს მოხდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მომხდარზე ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა. 

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც- სანადირო თოფი. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს” – წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button