ახალი ამბები
სცემეს თუ არა წულუკიანის ქმარი? – სავარაუდო ფინანსური გარჩევა თბილისის ცენტრში ბიზნესმენთან
ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი თეა წულუკიანის ქმარი ნუგზარ კაკულიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეტიც, კაკულია იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ის საავადმყოფოში მოხვდა და ფიზიკური დაზიანებებიც ეტყობოდა.
წყაროს ცნობით, დაპირისპირება თეა წულუკიანის ქმრის ფინანსურ გარჩევას უკავშირდებოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამ დაპირისპირების მეორე მხარე და მონაწილე ბიზნესმენი გიორგი ბუბუტეიშვილია. ქმრის ცემის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: მთავარი არხი