ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რა ხდება ადგილზე. – geonewest.com
ახალი ამბები

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რა ხდება ადგილზე.

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები.

„პრაიმტაიმს“ როგორც რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის პირველი ვაგონი აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

Back to top button