
ავარიას ყვარელში სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულია 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, გიორგი ბუჯიაშვილი წელს სკოლას ამთავრებდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გიორგის სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:
„დედის ერთავ და იმედო, როგორ ვანუგეშოთ საცოდავი დედა შენი, გიორგი…
ვაიმე, რა ვუთხრა დედას, სიტყვები არ მყოფნის, ნათელი გქონდეს გიო შვილო… თამრო, უფალმა შეგაძლებინოს…
ვაიმე, გიო, რა გაუმაძღარი ხარ, სიკვდილო! როგორ უნდაა წაართვაა დედას ერთადერთი შვილი… თამო, გამაგრდი…
ერთი წამია ჩვენი ცხოვრება! ნათელში იყავი ჩემო პატარა ძმაკაცო…“, – წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.
წყარო: პალიტრავიდეო



