ახალი ამბები
საშინელი ღამე ზუგდიდში: საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, კიდევ 2 ბავშვის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს
ზუგდიდში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფირმაციით, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.
ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა შეძლეს ხანძრის სრული ჩაქრობა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი – ნატო ბერულავა
წყარო: 1tv. ge