(ვიდეო) დიდი სკანდალი და გულდაწყვეტილი გულშემატკივარი – გოგონა, რომელმაც 4 ბილეთი გადამყიდველისგან შეიძინა, მიმოწერას ასაჯაროებს
დღეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისთვის ისტორიული დღეა. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. გულშემატკივრების დაძაბულობა პიკს აღწევს.
ბილეთების ონლაინ სალაროს ინფორმაციით თამაშზე დასასწრები ბილეთები თითქმის 6 საათში გაიყიდა. მყიდველებს შორის მხოლოდ ქომაგები არ იყვნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან ვიგებთ, რომ მათ რიგებში ე.წ გადამყიდველები ჭარბობდნენ. დასახელებული ფასი კი საწყისს ღირებულებას ბევრად აღემატება.
ბილეთების ე.წ შავი ბაზარი ხშირ შემთხვევაში გულდაწყვეტილი გულშემატკივრისთვის ერთგვარი ხსნაა, თუმცა ამჯერად დაზარალებულთა რიცხვი ბევრად მაღალია.
ჩვენს რესპონდენტს,პირობითი სახელით ანას კამერასთან საუბარი არ სურს, თუმცა პირად საუბარში გვეუბნება, რომ 4 ბილეთის შესაძენად თანხა წინასწარ გადარიცხა, გადამყიდველი კი გაუჩინარდა.
ისტორიულ მატჩზე მოსახვედრად თუ გადამყიდველისგან აპირებთ ბილეთის შეძენას, უნდა იცოდეთ, რომ რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან ერთსა და იმავე ბილეთს რამდენიმე მოქალაქეზე ყიდიან. მათ კი ვინც თამაშსზე დასასწები ბილეთი ვერ შეიძინა, რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ დიდ ეკრანზე შეძლებენ თამაშის ყურებას.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი წარმატებული მატჩი აშორებს.
დღეს, 26 მარტს, 21 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის ფლეიოფის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და საბერძნეთს შორის გაიმართება.