დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ფასი დაადო – ხვიჩას „პსჟ“ და „ბარსელონა“ იწვევენ
პარიზული გრანდი, „პარი სენ ჟერმენი“ „ნაპოლის“ ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს უმიზნებს, იტალიელები კი შეთავაზებას აღარ ეწინააღმდეგება.
იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა „ნაპოლი“ მომავალ ზაფხულსვე დატოვოს.
ამავე ცნობით, ნეაპოლის კლუბის პრეზიდენტისთვის აურელიო დე ლაურენტისისთვის გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს და თუკი სათანადო წინადადება იქნება, „აძური“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასაც შეელევა.
„პსჟ არა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს, არამედ ნეაპოლელების შემტევ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდება, რომელსაც კილიან მბაპეს შეცვლა შეუძლია.
აურელიო დე ლაურენტისი მზად არის მოისმინოს 100 მილიონი ევროს და მეტი ღირებულების შეთავაზებები. ამდენად, ქართველის მომავალი ჯერ კიდევ გასარკვევია – კვლავ უცნობია, ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს (4 მილიონი ევრო მომდევნო 5 წლის განმავლობაში), თუ დაინტერესებულ კლუბთან ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყება. კვარაცხელიასადმი დიდი ინტერესი იქნება „ბარსელონას“ მხრიდანაც.
100 მილიონი შემცირებული ფასია. აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიაში ადრე მეტს ითხოვდა. ამით „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მზადაა, ქართველი ფეხბურთელი გაყიდოს. ქართველს სურს მაისამდე გაახანგრძლივოს კონტრაქტი, მას არ მოსწონს ხელფასი, რომელიც სეზონში მხოლოდ 1,2 მილიონზე ოდნავ მეტია“, – წერს Il Mattino.