“ჩა­ე­ხუ­ტა გა­ყი­ნულ შვილს ემიგ­რან­ტი დედა..” – ვინ არის გომისმთაზე გაყინული 24 წლის ახალგაზრდა? – geonewest.com
ახალი ამბები

“ჩა­ე­ხუ­ტა გა­ყი­ნულ შვილს ემიგ­რან­ტი დედა..” – ვინ არის გომისმთაზე გაყინული 24 წლის ახალგაზრდა?

რამდენიმე დღის წინ გურიაში ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებთან ერთად გომისმთაზე წავიდა, გაყინული იპოვეს. მისი სამი მეგობარი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

მაშველებმა მათ ათსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ახალგაზრდებს ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმუქრება.

რაც შეეხება გარდაცვლილ ბიჭს, ის 24 წლის ვაჟა ანდღულაძეა, სოფელ ბოხვაურის მცხოვრები. ბიჭის დედა ემიგრანტია და საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ აქ გაიგო.

გარდაცვლილ ახალგაზრდასთან დაკავშირებით პოსტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტის იმედის” ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე აქვეყნებს:

“გლოვობს გურია და ბოხვაური… ღმერთო აცხოვნე ეს ბიჭი და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს… იცოცხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო”. კიდევ რამდენი წელი ეკრანს მიღმა დამიბერდა გულიო, ემიგრანტი დედა წერდა იტალიიდან შვილს ვაჟიკო ანდღულაძეს.. შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ამდენი წლის მონატრებული ემიგრანტი დედა…

დედიკოო, დეე ყველგან მესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩემი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს.. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. როგორ წერდა შენს სურათებზე დამიბერდა გული ეკრანიდან რომ გხედავ სულ და მენატრებიო… ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ… დრო ნელია, ალბათ, არც მიდის… ცრემლები? – ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… “შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა.

დიახ გომის მთაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა ემიგრანტის შვილია, რომელიც დღეს დილით ჩამოფრინდა იტალიიდან!!! დედამ იცოდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო….. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის დამალვა სიტყვებით ვერაღ გიწერთ როგორი სიმწარე და საშინელებაა ეს… ჩაეხუტა გაყინულ შვილს ემიგრანტი დედა უკვე… “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. თანაუგრძნობს, სამძიმარს უცხადებს ქართველ ემიგრანტ დედას შორენა ხიმშიაშვილს ოჯახსა და ახლობლებს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. გლოვობს გურია და ბოხვაური… ღმერთო აცხოვნე ეს ბიჭი და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოცხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო”… კიდევ რამდენი წელი ეკრანს მიღმა დამიბერდა გულიო, ემიგრანტი დედა წერდა იტალიიდან შვილს ვაჟიკო ანდღულაძეს.. შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ…

შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ამდენი წლის მონატრებული ემიგრანტი დედა… დედიკოო დეე ყველგან მესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩემი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს.. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. როგორ წერდა შენს სურათებზე დამიბერდა, გული ეკრანიდან რომ გხედავ სულ და მენატრებიო… ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ…დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…

ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… “შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს სამძიმარს უცხადებს ქართველ ემიგრანტ დედას შორენა ხიმშიაშვილს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული” – წერს შოთო სიხარულიძე.

წყარო

Back to top button