ასეთი რამ წლის ამ მონაკვეთში არავის ახსოვთ – სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ და მიზეზს ხსნიან
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე განახლენულ პროგნოზს აქვეყნებს:
“მიმდინარე კვირაში ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელზე მაღალი იქნება.
ანტიციკლონის ანუ მაღალი წნევის მუდმივი არეალის წყალობით, არ არის გამორიცხული ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში.
ამიტომაც ეს კვირა იქნება ძირითადად მზიანი და ცალკეულ დღეებში ცხელი, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია ხუთშაბათს და პარასკევს.
კონკრეტულად ხუთშაბათს და პარასკევს –
სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
მოკლედ, ერთი და იგივე მონეტის ორი მხარე: სიცხის მატებასთან ერთად იზრდება მაღალ ტემპერატურასთან არსებული უარყოფითი შედეგებიც, ამიტომაც მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს შუადღის საათებში, მცენარეები კი უფრო ხშირად მოვრწყოთ…
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აპრილის ბოლოსთვის მსგავსი ამინდის პირობების ჩამოყალიბება არ არის იშვიათი.
გისურვებთ მშვიდ და ლამაზ დღეებს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”