ქორწილში დაწყებული ჩხუბი სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა – სახლში მივარდნილები ახალგაზრდა კაცმა დანით დაჭრა, მათ კი მანქანით მამამისს გადაუარეს… – geonewest.com
ახალი ამბები

ქორწილში დაწყებული ჩხუბი სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა – სახლში მივარდნილები ახალგაზრდა კაცმა დანით დაჭრა, მათ კი მანქანით მამამისს გადაუარეს…

გარდაბანში 1 ადამიანი მოკლეს, 2 კი – დაჭრეს. ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ Aktual.ge-მ გაავრცელა და დაწერა, რომ შემთხვევა გარდაბანს მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა. ცნობილია, რომ კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა. დაპირისპირება საღამოს საათებში, ქორწილში დაიწყო, მოგვიანებით კი კაფეში გაგრძელდა. 

“არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა. შემთხვევა ამის შემდეგ  გარეთ გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს” – დაწერა გამოცემამ. 

Back to top button