ახალი ამბები
თსუ-ს სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
მათ საზოგადოების წევრები და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც უერთდებიან. ამ დროისთვის პარლამენტთან ვითარება მშვიდია.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი არჩევანი დასავლეთია და არავის მისცემენ ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 20:00-ზე დაიწყება.
წყარო: mix .metronome .ge