ჯარიმა 5 ათას ლარამდე განისაზღვრება – მთავრობა ავტომობილების ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს – geonewest.com
ახალი ამბები

ჯარიმა 5 ათას ლარამდე განისაზღვრება – მთავრობა ავტომობილების ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.

შესაბამისი ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ჯარიმების ოდენობებს: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში – 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.
წყარო:mix .metronome. ge

Back to top button