ახალი ამბები
“დედა არ ჰყავს, მამა გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საშინელება ტრიალებს” – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ტრაგიკულად დაღუპულ 24 წლის მამაკაცზე?
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შეშელიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი მამუკა ქობულიაა, რომელიც “გლოვოში” მუშაობდა კურიერად.
როგორც “პალიტრავიდეოს” ოჯახის ახლობელი უყვება, მას მშობლები არ ჰყავს:
“მამუკას დედა არ ჰყავს, მამა გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ცხოვრებისგან ყველანაირად დაჩაგრულია. ცოლი და 2 შვილი დარჩა. საშინელება დატრიალდა” – გვეუბნება ახლობელი.