ახალი ამბები
“ჩვენი კორპუსი ინგრევა, 2019 წელს აშენდა და ღია ცის ქვეშ ვრჩებით” – ვაშლიჯვარში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ვაშლიჯვარში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – ემუხვარის ქუჩაზე 2019 წელს აშენებული კორპუსი ინგრევა. ამავე კორპუსში მაცხოვრებელი თინანო ბუაჩიძე ამბობს, რომ დაზარალებულები ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ბედი ეწევათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს. ახლა ისინი თბილისის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში არიან გადანაწილებულები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ თეა გოდოლაძემ საგანგაშო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ვაშლიჯვარი, 2019 წრლს აშენებულ კორპუსი ავარიულია.
“ვაშლიჯვარი, ემუხვარის ქუჩა. 2019 წელს აშენებულ კორპუსი ავარიულია, გუშინ გასახლება დაიწყოო.” – წერს გოდოლაძე.