ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა.
„უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ ალბათ არასდროს, ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრია საქართველოში ბედნიერი, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ე.ი იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ…“, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ევროპის ჩემპიონატზე საართველომ პორტუგალიას ანგარიშით 2:0 მოუგო, რაც იმასნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრები კგუფური ეტაპიდან გავიდა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავიდოდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.