ვრცელდება უბნების ჩამონათვალი თბილისში, სადაც შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს – geonewest.com
ახალი ამბები

ვრცელდება უბნების ჩამონათვალი თბილისში, სადაც შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, მდ. გლდანის ხევის, ხევძმარის, უკანხევის, ლეღვთა ხევის, დუქნის ხევის, წორწორას ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, „სვანეთის უბნის“, ბერთუბნის, გიორგიწმინდის დასახლებებში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კლდეზვავ ქვათაცვენის პროცესები კვლავ გაგრძელდება თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, მდ. ლეღვთა-ხევის ფერდობებზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, კოსტავას ქუჩაზე (ფიქრის გორის მიმდებარედ), მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (თამარ მეფის და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვენა ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).

წყარო: bpn.ge

Back to top button