ახალი ამბები

როგორია დიდგორთან საზარელ ავარიაში ერთადერთი გადარჩენილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა? – ოპერაცია უკვე ჩაუტარდა…

გუშინ სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა დედოფლისწყაროდანაა. ექიმების განმარტებით, 26 წლის ბიჭს ხერხემლის დაზიანება აქვს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button