10 წლის გოგონა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია – დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული! – geonewest.com
ახალი ამბები

10 წლის გოგონა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია – დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული!

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. 10 წლის გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება, ის უგონო მდგომარეობაშია.

“ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდს ავარიის შედეგად დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

თავდაპირველად, ავარიის შედეგად დაშავებული “კლინიკა რუსთავში” შეიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით პაციენტის გადაყვანა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.

“კლინიკა რუსთავში” აცხადებენ, რომ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა, თუმცა შემდეგში მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

შეგახსენებთ, ავარია გუშინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილო ქვეითთა გადასასვლელზე მამა-შვილს შეეჯახა.

ვინაიდან, ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ინფო რუსთავი

Back to top button