ახალი ამბები
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი.
დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.