“პედარასტების საზოგადოება”-როგორ ებრძოდა სტალინი ცისფერებს

1933 წლის 15 სექტემბერს ჰენრიხ იაგოდამ სტალინს აცნობა, რომ ლენინგრადში აღმოაჩინდა “პედარასტების საზოგადოება”.სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ გამოავლინა რამდენიმე პედარასტების დაჯგუფება, “რომლებმაც შექმნეს სალონების ქსელი, თავშესაფარი და სხვა ორგანიზებული ფორმირებები, იმისთვის, რომ მომავალში ეს გაერთიანებები გადაქცეულიყვნენ ჯაშუშურ ბუდედ.”
საქმეზე დააკავეს 130 ადამიანი.ამ დღის შემდეგ ერთსქესიანთა სიყვარული საბჭოთა კავშირში რეპრესიების ქვეშ მოყვა.
იაგოდას განმარტებით, -” სწორედ “ჩაკეტილობა” ეხმარებოდა პედარასტებს კონსპირაციულობის შენარჩუნებაში, იმისთვის, რომ განეხორციელებენინათ კონტრრევოლუციური ქმედებები.ამასთანავე მათი მიზანი იყო გადაებირებინათ ახალი თაობა.მშრომელ ახალგაზრდობას “ითრევდნენ” “ცისფერი ოცნებებით” თავისუფლებაზე, ყოველგვარი კანონების გვერდის ავლით, შემდეგ კი პოლიტიკურად ხრწნიდნენ.”
კარჩაკეტილი ჰომოსექსუალური კლუბები შესაძლოა უფრო შირმა იყო და მიზეზი, იმისთვის, რომ კომისრების მიმართ შიდა პოლიტიკური ინტრიგები წამოეწყოთ.სინამდვილეში არც არვინ დაინტერესებულა რა ხდებოდა შიგნით გეი-კლუბებში.
იაგოდას წერილს სტალინმა შემდეგი რეზოლუცია დაადო:”აუცილებელია ეს არამზადები სამაგალითოდ დაისაჯონ, ხოლო კანონმდებლობაში შევიტანოთ შესაბამისი სახელმძღვანელო გადაწყვეტილება.”

რეზოულუციიდან სულ რაღაც სამ თვეში იაგოდამ კრემლში გააგზავნა მოხსენება შესრულებული სამუშაოს შესახებ:”ლიკვიდირებულია პედარასტების გაერთიანებები მოსკოვში და ლენინგრადში.ს.პ.ს.-მ დაადგინა:1)სალონების და თავშესაფრების არსებობა, სადაც ეწყობოდა ორგიები.2)პედარასტები ახდენდნენ ჯანმრთელი ახალგაზრდობის გადაბირებას და გარყვნას.მათ შორის წითელარმიელებს, წითელფლოტელებს და ცალკეული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.
კანონი, რომელმაც პასუხისგებაში უნდა მისცეს პედარასტები არ გვაქვს.ვფიქრობ, რომ აუცილებელია მივიღოთ სისხლის სამართლის შესაბამისი კანონი პედარასტებზე.”
ერთადერთი ვინც კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა, ეს იყო მიხეილ კალინინი.მისი აზრით პედარასტები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ, თუმცა კანონის მიღება არამიზანშეწონილად მიაჩნდა.
თუმცა კანონი მაინც მიიღეს.თან საკმაოდ შეფარული და მოხერხებული იყო.მაშინ ხომ უმიზეზოდ იჭერდნენ “სხვაგავარად მოაზროვნენს”..ამიტომ ვინმეს დაკავება და მისთვის “პედარასტის იარლიყის” მიწებება მარტივი გამოსავალი იყო.კანონი 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

დაიწყო რეპრესიები.ერთ-ერთი პირველი “გამოტყდა” ჩიჩერინის თანამოაზრე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მმართველი პროტოკოლის განხრით დიმიტრი ფლორინსკი.გამოძიების მსვლელობის დროს მან “აღიარა”, რომ გერმანიის დაქირავებულ ჯაშუშად მუშაობდა.
სხვა დაკავებულების სიაშიც უბრალო მუშებს ვერ შეხვდებოდით.დედაქალაქის ჰომოსექსუალების სიაში ძირითადად მწერლები, ჟურნალისტები.მეცნიერები და მსახიობები იყვნენ.
მალევე მამათმავლობის კანონის მიღების შემდეგ სტალინს წერილი მისწერა ბრიტანელმა კომუნისტმა ჰარი ო’უაიტმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და გაზეთ “Moscow Daily News”-ში მუშაობდა.წერილში ნათქვამი იყო, რომ კანონმა შესაძლოა მწვავე უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს დასავლეთ ევროპის მემარცხენე ძალებში.
სტალინმა წაიკითხა წერილი და მიაწერა:”არქივში.იდიოტი და დეგენერატია”..ცოტა ხანში ო’უაიტი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.
იაგოდამ მხოლოდ ლენინგრადის ბალეტი დაინდო, სადაც მართლაც საკმაოდ ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მსახიობი მუშაობდა.

1936 წელს იუსტიციის ნარკომმა ნიკოლაი კრილენკომ დაადგინა, რომ ჰეომოსექსუალიზმი “ეს არის ექსპულატატორთა კლასის გახრწნის პროდუქტი, რომლებმაც აღარ იციან რა გააკეთონ.”
მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიის მანძილზე 1934 წლის 7 მარტიდან მოყოლებული გასამართლდა 60 000 გეი, მათი უმეტესობა შრომით ბანაკებში გადაასახლეს.
წყარო : ინტერმედია