“ღარიბმა ბიჭუნამ ქუჩაში ნაპოვნი საფულე მილიონერ პატრონს დაუბრუნა, სანაცვლოდ კი მხოლოდ 1 დოლარი სთხოვა.. მილიონერმა სიცილი დაიწყო, მაგრამ როდესაც გაიგო რისთვის უნდოდა ეს ფული ძალიან შერცხვა – geonewest.com
საზოგადოებასაკითხავი

“ღარიბმა ბიჭუნამ ქუჩაში ნაპოვნი საფულე მილიონერ პატრონს დაუბრუნა, სანაცვლოდ კი მხოლოდ 1 დოლარი სთხოვა.. მილიონერმა სიცილი დაიწყო, მაგრამ როდესაც გაიგო რისთვის უნდოდა ეს ფული ძალიან შერცხვა

ცნობილმა ფილანტროპმა კენეტ ბერინგმა სან-ფრანცისკოს ყურის ერთ ღარიბულ უბანში გავლისას მოულოდნელად შენიშნა, რომ საფულე დაკარგა.
მისმა თანაშემწემ შეშფოთებულმა ჰკითხა თუ რა მოემოქმედებინათ. ბერინგმა კი უპასუხა: ”ჩვენ მხოლოდ დაველოდებით მას, ვინც ჩემი საფულე აიღო, ის აუცილებლად დაგვიკავშირდება”.
ორი საათის შემდეგ ბერინგის თანაშემწემ იმედგაცრუებულმა უთხრა ბერინგს: ნუ დავკარგავთ დროს, რადგან არამგონია ვინმე იყოს ღარიბულ უბანში ისეთი, ვინც თქვენს საფულეს დააბრუნებდა. ბერინგმა მშვიდად უპასუხა: ბერინგმა მშვიდად თქვა: მინდა დაველოდო და ვნახო..

თანაშემწე გაკვირვებული იყო ბერინგის ოპტიმიზმით: „ვინც საფულე აიღო, შეეძლო მარტივად დაგვიკავშირებოდა, რადგან საფულეში სავიზიტო ბარათებია.
დარეკვას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. მთელი შუადღე ველოდებოდით. როგორც ჩანს, პიროვნება, რომელმაც საფულე აიღო, არ აპირებს მის დაბრუნებას.
ბერინგმა კი, რომელიც ქალაქიდან გასვლას გეგმავდა დაჟინებით გადაწყვიტა ლოდინი. მეორე დღე მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ის ვინც დარეკა ბერინგთან შეხვედრას ერთ-ერთი ქუჩაზე ითხოვდა, რათა მისთვის საფულე დაებრუნებინა.

ბერინგის თანაშემწემ ჩაილაპარაკა: „შეიძლება ეს ხაფანგი იყოს? იქნებ მათ სურთ ჩვენი ისევ გაქურდვა?

ბერინგმა ყურადღება არ მიაქცია მის თანაშემწეს და სწრაფად გაემართა იმ ქუჩისკენ, რომელიც ტელეფონზე დარეკვისას უთხრეს..

როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ მათ დახეულ ტანისამოსში ჩაცმული ბიჭი ნახეს, მას პატარა ხელში ბერინგის დაკარგული საფულე ეჭირა. ბერინგის თანაშემწემ საფულე გამოართვა და შიგნით არსებული ჩათვალა ფული. მას გაუკვირდა, რომ არც ერთი თეთრი არ აკლდა.

– ბატონო, შემიძლია ცოტა ფული გთხოვოთ? იკითხა ბიჭმა.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ბერინგის თანაშემწემ სიცი დაიწყო: „ვიცოდი ასე რომ იქნებოდა“. მაგრამ სანამ წინადადებას დაამთავრებდა, ბერინგმა შეაწყვეტინა თანაშემწეს, ბიჭს გაუღიმა და კითხა: ”რამდენი გინდა?”.

– მხოლოდ ერთი დოლარი. უპასუხა ბიჭმა. ”დიდი ხანია ვეძებდი ტელეფონს და ბოლოს რომ ვიპოვნე, თანხა აღარ მქონდა, ამიტომ მაღაზიის მფლობელისგან დოლარის სესხება მომიწია ამ ზარის განსახორციელებლად. ახლა ის დოლარი მჭირდება, რომ მას ფული დავუბრუნო ”.

ბერინგი ბიჭთან მივიდა და გულში ჩაიკრა.

მოგვიანებით ბერინგმა იმ უბანში გახსნა სკოლა უსახლკარო ბავშვებისთვის, სადაც მათ განათლების მიღება, კვება და იქ ცხოვრება უფასოდ შეეძლოთ.

სკოლის გახსნის ცერემონიალზე ბერინგმა თქვა: „არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ადამიანი ხარბი ან ეგოისტია. ჩვენ უნდა მივცეთ თითოეულ ადამიანს საშუალება დაამტკიცოს, რომ მათ სუფთა და კეთილი გული აქვთ. ამ კეთილი სულის მქონე ადამიანებისთვის ღირს ინვესტიცია..

შენიშვნა – ფოტოსურათი მითითებულია თემატურად

Back to top button