(ფოტო) საქმრომ პატარძლის ორსულობის შესახებ ქორწილის დროს შეიტყო, რის შემდეგაც საცოლეს დაარტყა – ვერც კი წარმოიდგენთ მიზეზს რატომ
ჩინეთში საქმრომ საკუთარ ქორწილში პატარძლის ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო და ქორწილი შეწყვიტა.
ჩინეთში საქმრო მიხვდა, რომ პატარძალმა მოატყუა და უკვე დაწყებული ქორწილი შეწყვიტა. ამის შესახებ South China Morning Post-ი იტყობინება.
შემთხვევა ანჰუის პროვინციაში მოხდა.შუა ზეიმის დროს საქმრომ მიიღო შეტყობინება გოგონას ყოფილი შეყვარებულისგან. იქიდან გაიგო, რომ პატარძალი ორსულად იყო. ვინაიდან საქმრო მას ქორწილამდე სულ რაღაც ერთი თვე ხვდებოდა, მაშინვე დაასკვნა, რომ ეს მისი შვილი არ იყო.
სტუმრების თვალწინ საქმრომ გოგონას ღალატში ბრალი დასდო. თავის მხრივ პატარძალი თავის გამართლებას ცდილობდა. მისი თქმით, მან მხოლოდ ახლახან შეიტყო ორსულობის შესახებ და უბრალოდ ვერ მოასწრო მისთვის ამის თქმა, საქმრომ არ დაუჯერა და პატარძალს პირდაპირ სცენაზე წიხლი დაარტყა.
ამის შემდეგ საქმრომ განაგრძო საყვარელი ქალის შეურაცხყოფა და საბოლოოდ მიატოვა ქორწილი.
ამის შემდეგ სიძის ნათესავებმა პატარძლის ოჯახს მიმართეს და გამოსასყიდის დაბრუნება მოითხოვეს. თუმცა, გოგონას მშობლებმა უარი თქვეს, რადგან, მათი აზრით, ქორწილის ჩაშლის მიზეზი სასიძო გახდა.
ცოტა ხნის წინ ვწერდით ჩინელ პატარძალზე, რომელმაც გადაწყვიტა საქმროსთვის ოინი მოეწყო და ქორწილში მისი ყოფილი შეყვარებულები დაპატიჟა. გოგონამ არა მარტო მალულად დაპატიჟა ისინი ქორწილში, არამედ ხელისმომკიდებადაც ამოიყენა გვერდში