ხშირად გზის ფული არ მქონია, მშობლები მუშაობდნენ 24 საათი მუშაობდნენ – რას იხსენებს გიორგი გველესიანი?
გადაცემაში ნოესთან საქართველოს ნაკლების წევრმა გიორგი გველესიანმა თავისი ბავშვობა გაიხსენა.
„ჩემი მშობლები მუშაობდნენ 24 საათი იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო, არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც მე გამომყოლოდნენ ვარჯიშზე.
ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჭავჭავაძის გამზირიდან მინდოდა 35-ე საფეხბურთო სკოლამდე მისვლა, მაშინ ტროლეიბუსი დადიოდა და 20 კაპიკი ღირდა. ხშირად გადამიგდია ვარჯიში, იმიტომ რომ ფული არ მქონდა, ან ფეხით წავსულვარ და უკან დავბრუნებულვარ“, – არაფერი დამალა ფეხბურთელმა.
„პირველად როცა ფეხბურთზე შემიყვანეს, დედაჩემი გამომყვა და „გადასახადი მაშინ იყო 20 ლარი და 2 თვის მერე გამოვედი ფეხბურთიდან, რადგან არ მინდოდა მშობლებისთვის ფული მეთხოვა.
მერე თავისით დალაგდა თუმცა გაჭირვება მაინც იყო. დინამოში რომ მივედი მეცვა ტაიგერები, რომელიც დაზიანებული და დახეული იყო და ასევე საწვიმარი შარვალი“, – დასძინა გველესიანმა.