
მკვლელობა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავის” ცნობით, გარეჯის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ინფო რუსთავი



