საზოგადოება
„დღეს დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან გადმოვიყვანე…“ – რა მძიმე შემთხვევის ეპიცენტრში აღმოჩნდა ანდრია გველესიანი?
მსახიობი ანდრია გველესიანი მძიმე შემთხვევის შესახებ წერს. იგი რამდენიმე საათის წინ ავარიას შეესწრო, რა დროსაც მთელი ოჯახი დაშავდა.
„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა…
საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა დღეს ჩემს თვალწინ მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში.
ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან.
მადლობა ღმერთს, რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან.
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ამიტომ 1000-ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს. რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ.. ადამიანები!“, – წერს ანდრია გველესიანი.