“გაუძლებს თუ არა თბილისი მიწისძვრას?” – კვლევა
2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა არცთუ ისე ძლიერი იყო, სულ – 4.5, მაგრამ თბილისს ესეც ეყო. მაშინ სწორედ ის უბნები დაზიანდა, სადაც ავარიული სახლები იდგა. ნგრევამ 4 ადამიანი შეიწირა, 2 კი, მიწისძვრის გამო, გულის სტენოკარდიული შეტევით გარდაიცვალა. ზარალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ავარიული სახლები დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა. 2021 წელს ასეთი თბილისში 10 ათასამდე იყო.
რაც შეეხება ახალ კორპუსებს, სამშენებლო ამნისტია არც საქართველოსთვის არის უცხო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სამშენებლო ამნისტიის შესახებ. თბილისში 2020 წლის 18 აგვისტომდე აშენდა და სხვადასხვა დარღვევის გამო ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული.
ამნისტია ეხება ყველა იმ სახლს, სადაც შეიძლება დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი.
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ მართალია, სამშენებლო ამნისტია კომპანიებს სხვადასხვა გადაცდომას აპატიებს, მაგრამ ობიექტი უსაფრთხოების ნორმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა კონსტრუქციულ მდგრადობასა და სეისმომედეგობაზე.
წყარო : radiotavisupleba.ge