ახალი ამბები

ახალგაზრდა კაცი, ოჯახის წევრთან ერთად, რაიონში მიდიოდა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და… მატარებელი დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და როგორია 25 წლის ბიჭის მდგომარეობა?

სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა. ინფორმაციას “მთავარი ამბები” ავრცელებს და წერს, რომ კაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. 

მათივე ცნობით, გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე კაცი ავტომობილიდან გადმოვიდა და მატარებელი დაეჯახა. გამოცემა წერს, რომ  – ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button